saqarTvelos xeobebi - gomewris xeoba

 

ხეობა თუშეთში, მდ. თუშეთის ალაზნის აუზში. იწყება აწუნთის ქედის აღმ. კალთიდან (ზ. დ. 2800-2900 მ) და აღწევს სოფ. ომალოს მიდამოებამდე (ზ. დ. 1600 მ). მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და მაკრატელას ქედის კალთებს შორის. გომეწრის ხეობა მაკრატელას ქედით გამოყოფილია პირიქითის ალაზნის ხეობისაგან. აგებულია იურული ფიქლებით. ჭარბობს რელიეფის ეროზიული ფორმები, რომელთა ჩაჭრის სიღრმე 1500-2700 მ-მდეა. 2600 მ-ზე მაღლა რელიეფის ეროზიულ ფორმებთან ერთად გვხვდება ძველმყინვარული ფორმები (მორენები, ცირკები, კარები). ხეობის ქვემო კალთებზე არის ფიჭვის, არყის და ცირცელის ტყეები, ზემოთ - სუბალპური და ალპური მდელოები.